დავალებები

               დავალება 1       
                         
                                 ესსე


                                             პედაგოგის თვითგანვითარება  ICT-ის  
                                                       გამოყენებით და მის გარეშე
               
      ინფორმაციული  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები  დიდი  პოპულარობით   სარგებლობს დღევანდელ საზოგადოებაში.  დღეს  იგი  უკვე  წარმოადგენს   ერთ-ერთ  პრიორიტეტულ  მიღწევას, რომლის  გარეშეც  ძნელია  მოვიძიოთ  რაიმე  სახის  ინფორმაცია, განვავითაროთ  საზოგადოების  ხედვა  ტექნიკური  უნარ-ჩვევების  მიმართ  და  რაც  მთავარია   ხელი  შევუწყოთ  ახალგაზრდა  თაობის  წინსვლას.
      საქართველოს  უამრავ  სკოლებში  ინფორმაციულ  და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებს  ასწავლიან, რაც  ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან  იგი  ხელს უწყობს  ბავშვების აქტიურ  ჩართვას  ინფორმაციულ  სივრცეში, მათი  შემოქმედითობის  გაზრდასა და რეალიზაციას,    უვითარდებათ  ვიზულაური  ხედვა,  კომუნიკაციის  უნარი  და  ინფორმაციის მოძიებისა     თუ გაზიარების უნარი. მაგრამ  ამ  ყველაფრის  სწორად  სწავლებას  სჭირდება  გამოცდილი პედაგოგი  ამ  სფეროში. მან  უნდა  შექმნას  კლასში ორგანიზებული, ეფექტური  და კეთილ- განწყობილი  გარემო, უნდა  იცოდეს  როგორ  გამოიყენოს  თავისი ცოდნა  მოსწავლის         სწავლისა  და განვითარების  ხელშესაწყობად.
      დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  იმას, თუ  როგორ  განსაზღვრავს  მასწავლებელი  გაკვეთილზე   საინფორმაციო  ტექნოლოგიების  როლს  და  მნიშვნელობას.  მან  გონივრუ-ლად   უნდა  შეათანხმოს  ტექნოლოგიური  საშუალებები  გაკვეთილის  სასწავლო  მიზანთან ისე, რომ  ტექნოლოგია  უნდა  იყოს  დამხმარე  საშუალება  და  არა  ზედმეტი   ტვირთი  გაკვეთილზე, როგორც  მასწავლებლისთვის  ისე  მოსწავლეებისთვის. ინფორმა-  ციული  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენება  განსაკუთრებით  ეფექტურია   ისეთი  გაკვეთილების  ჩატარებისას, როცა  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  დამხმარე  ვიზუა-    ლურ  მასალას,  პროექტების  შემუშავებას,  რაიმე პრეზენტაციი შედგენას. მაგალითად,    კარგი  იქნება  თუ  მასწავლებელი  დაავალებს  მოსწავლეებს  ისეთი  დავალებების  შესრულებას, რომელიც  მოითხოვს  კომპიუტერის  გამოყენებას. ასეთი სახის დავალებები   კი  ხელს  შეუწყობს  მათი  მოტივაციის  გაზრდას  და  არამარტო  გასართობად  გამოიყე-  ნებენ  ბავშვები კომპიუტერს  არამედ  ცოდნის მიღებისთვისაც. მასწავლებლისთვის  სწორედ  ასეთი    მოტივაციისა  და  კომუნიკაციის  სხვადასხვა  სტრატეგიების  ცოდნაა  მნიშვნელოვანი, რათა  გამოიყენოს  საკუთარ  პრაქტიკაში.
      ჩემი აზრით, პედაგოგის  სრულფასოვანი  განვითარება  ვერ  მოხდება  თუ  იგი  ვერ ფლობს  საჭირო  უნარებს  ინფორმაციულ  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებში,რათქმა- უნდა  წიგნების  მეშვეობით  მიღებული  ცოდნა მნიშვნელოვანი და  აუცილებელიცაა, მაგრამ  ამ  ცოდნას    შემდგომ  წინსვლა  და  განვითარება  სჭირდება, რაშიც  მას  ეხმარება  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიები. პედაგოგის  მიზანიც  ხომ  სწორედ  პროფესიული  განვითარება  და  წინსვლაა, რათა შეძლოს  შეაფასოს  საკუთარი  გამოცდილება, განაახლოს  პროფესიული   ცოდნა  და  გააუმჯობესოს  პროფესიული  საქმიანობა.
      ასე რომ, ინფორმაციულ  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებს  დიდი  მნიშვნელობა  აქვს   პედაგოგის  თვითგანვითარებისა და  პროფესიული  წინსვლისთვის, რადგან  დღეს  მის  გარეშე  უკვე  წარმოუდგენელია  სრულფასოვანი  ცოდნის  მიღება  და უნარ-ჩვევების მრავალმხრივ  განვითარება. 










      დავალება 2 



                           პროექტების განხილვა


           ძალიან  საინტერესო  პროექტები  ვნახე, თუმცა  გამოვარჩევდი  სამ  პროექტს: http://kvebisprod.blogspot.com/;;;;;;;;;;;;;;;http://icttrainingtazrebi.blogspot.com/;;;;;;;;;;;http://icttrainingtamuna-tamuna.blogspot.com/

          პირველი პროექტი კვების პროდუქტების ხარისხზეა,სადაც ჩამოყალიბებულია თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება.ძალიან მომეწონა რომ მოსწავლეები ჩაატარებენ პატარა კვლევას და მასწავლებლებიც იქნებიან ჩართული. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა აქ არის ის რომ  პროექტს გააჩნია გარკვეული მიზანი, თუ რისთვის ტარდება ესა თუ ის კვლევა და რაში გამოადგება მოსწავლეებს.

    მეორე პროექტი შეეხება ტაძრებს,რომელიც ასევე ძალიან შთამბეჭდავი კარგად ორგანიზებულია. კარგად არის გამოკვეთილი მიზანი და ის ხერხები თუ როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება. ძალიან მომეწონა ბავშვებს შორის ინფორმაციის გაცვლის და შთაბეჭდილებების გაზიარების მეთოდი.

    მესამე პროექტია  სკოლა და კომპიუტერი, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა  და  დიდი მნიშვნელობისაა. ამ პროექტში მონაწილეობა მართლაც საინტერესოა,რადგან ბავშვებს შეხება აქვთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან  და  ითვისებენ მას. აქ კარგად არის ჩამოყალიბებული  თუ რა ევალებათ მოსწავლეებს და რაში გამოადგებათ შემდგომ  ეს შეძენილი ცოდნა.

        ასე რომ, სამივე პროექტი ავარჩიე ერთმანეთიგან განსხვავებულ თემებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ იგი კარგად ორგანიზებულია, გააჩნია მიზანი, მოიცავს კვლევასაც და მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას.







      დავალება  3


                           კვლევა 




   თემა:პირველი ასოციაცია შოკოლადთან
  
         კვლევა ჩატარდა ვაკეში, ქუჩაში და გამოიკითხა 20 ადამიანი,ამათგან იყო  10 კაცი და 10 ქალი,რომელთა ასაკი 20-დან 50 წლამდე იყო დაახლოებით. კვლევას დასჭირდა 20 წუთი.










           დავალება  4



                                                        ესე




„პროექტი როგორც სასწავლო მეთოდი“

ექსკურსია  გრემში
        ტურისტულ მარშუტად  გადავწყვიტეთ, რომ  აგვერჩია  ქართული ხუროთმოძღვების  ძეგლი გრემი.  ვფიქრობ, რომ  მე-9  კლასელი  ბავშვებისთვის  კარგი  და  საინტერესო  ადგილი  შევარჩიეთ, სადაც  ისინი  გაეცნობიან  კახეთის ისტორიულ-კულტურულ ძეგლს, კერძოდ  კი - გრემს.
        ჩვენ დავგეგმეთ  ერთდღიანი  ექსკურსია  28  მაისს, ბავშვების  რაოდენობაა 20, 2  მასწავლებელი და  3 მშობელი, არჩეულია სამარშუტო  ტაქსიც. ეს  თარიღი  დადგინდა  ყველა  ბავშვის  მიერ, რადგან  ჩავატარეთ  პატარა  გამოკითხვა, ვის  როდის  ეცლებოდა. ასევე  შევთანხმდით  თანხაზეც,  თუ  რამდენი  უნდა  დაგვედო  და  ყველა  კმაყოფილი  დარჩა. რაც შეეხება  კვებას, ჩვენ  განვსაზღვრეთ  კვების ობიექტების ადგილმდებარეობა.
       ექსკურსიაზე  წასვლამდე   ბავშვები მოიძიებენ ინფორმაციას  ინტერნეტში, თუ  როგორი ამინდი  იქნება  იმ  დღეს. ასევე  ევალებათ  ნახონ  ცოტა  ინფორმაცია  გრემის  შესახებ  და  შემდეგ   დაწერენ  თავიანთი  მოლოდინების  შესახებ, თუ  რის  ნახვას  ელოდებიან  ან  რა  სურთ, რომ ნახონ. ექსკურსიის  ბოლოს  კი  დაწერენ  თავიანთ  შთაბეჭდილებებს, გამრთლდა  თუ  არა  მათი მოლოდინი  და  მოეწონათ  თუ  არა ეს  ადგილი.
        ადგილზე  მისვლისას  ჩვენ  დავიქირავებთ  გიდს, რომელიც  უკეთ  გაგვაცნობს  ამა  თუ  იმ  ადგილს: სამონასტრო  კომპლექსს,  სამეფო  რეზიდენციას  და  სავაჭრო  უბანს, რომლებიც  ნაწილობრივაა  შემორჩენილი, თუმცა  ხდება  მათი  რეკონსტრუქცია.
         ექსკურსიის  დასრულების შემდეგ  ბავშვებმა  უნდა  შეძლონ  იმის  ჩვენება  თუ  რა გაიგეს, ასევე  უნდა  გააკეთონ  ჩანახატი, სურათების  ალბომი  ან  გამოიყენონ  კომპიუტერი  და  გააკეთონ  სლაიდ  შოუ  და  შემდეგ  წარადგინონ  პრეზენტაციის სახით  თავისი  თანაკლასელების  წინაშე.  ისინი  ერთმანეთს  გაუზიარებენ  შთაბეჭდილებებს  და  გაცვლიან  ინფორმაციებს. ბავშვები  ისწავლიან  ასევე  ჯგუფურ  მუშაობას  და  გახდებიან  უფრო  კომუნიკაბელურები. 
          ეს ექსკურსია  უკავშირდება  ეროვნულ  სასწავლო   გეგმას  ისტორიაში: მოსწავლეები წერლობით აღწერენ  და  ახასიათებენ  კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლს, მსჯელობენ ყველაზე  მნიშვნელოვანი  ქართული  ლიტერატურული და  სახვითი  ხელოვნების  ძეგლების  შექმნის  ისტორიისა  და  მნიშვნელობის  შესახებ, აღწერენ  ქართული  ეკლესიის  სტრუქტურას  სხვადასხვა  ეპოქაში და ახასიათებენ  მის იერარქიას, გაიღრმავებენ  ცოდნას  საკუთარი  ქვეყნის  შესახებ. 

                         




                        
                             დავალება  5
                          

                  
http:1.    //skoool.emis.ge/content/chemistry_high/01_the_structure_of_the_atom/index.html

ფიზ.გაძ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
• ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთიერებასა და ფიზიკურ სხეულს. ასახელებს ერთი ნივთიერებისაგან დამზადებულ სხვადასხვა სხეულს და სხვადასხვა ნივთიერებისაგან დამზადებულ ერთი დანიშნულების სხეულებს;
• ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აგებულების საფუძველზე ხსნის რიგ მოვლენებს;
• განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებებისა (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით, წარმოადგენს მოდელის სახით;
skoool.emis.ge
          

    
     2.    http://skoool.emis.ge/content/math_high/area_of_a_triangle/index.html

მათ.V.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების ფართობების პოვნა და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
• დაფარავს ფიგურას ერთნაირი არაგადამფარავი ფიგურებით და ასახელებს დასაფარად საჭირო ფიგურების მთლიან რაოდენობას;
• ფიგურათა ურთიერთშეთავსებით ადარებს ან აფასებს ფიგურების ფართობებს. (მაგალითად, როდესაც ერთი ფიგურა თავსდება მეორეში, მაშინ მისი ფართობი უფრო ნაკლებია);
• იყენებს ფართობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურის ფართობის მოსაძებნად.
skoool.emis.ge
     
     


                      
















                                                                                                          

No comments:

Post a Comment