სიახლეები

 7 მაისის ლექცია მართლაც ძალიან კარგი იყო და  ბევრი რამ გავაკეთეთ და ვისწავლეთ:

        1. http://www.iearn.org/ -   ში ფორუმზე  დავტოვეთ ჩვენი მოსაზრებები და ასევე სხვების მიერ დასმულ შეკითხვებსაც გავეცით პასუხი, პატარა რჩევაც კი მივეცი ერთ მომხმარებელს.
       2.http://ww
w.picasaweb.com/     ეს  იყო ჩვენთვის ახალი საიტი და ვისწავლეთ, აქ შეგვიძლია  დავდოთ სურათები,ასევე მათი რედაქტირებაცაა შესაძლებელი და სლაიდ შოუს გაკეტებაც შეგვიძლია  შემდეგ ამ სურეთებით.

        3.http://www.panoramio.com/      ეს საიტიც სიახლე იყო ჩვენთვის,სადაც შეგვიძლია ვნახოთ რუქა და მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი ადგილი და მისი ფოტოც ვნახოთ. ასევე ეს საიტი დაგვეხმარა ბლოგთან დაკავშირებულ გაუგებარ საკითხებში.

        4.doodle.com    ამ საიტზე შეგვიძლია ინტერაქტივში მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც პატარა გამოკითხვის სახით იქნება. მაგ. აქ შეგვიძლია შევათანხმოთ  ჩვენი ექსკურსიის დრო და ადგილი.

      ასე რომ,  ეს ლექცია დიდად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად :):):)










    ”როგორ შეიძლება ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროექტებში??


ჩემი აზრით,ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ძალიან კარგი საშუალება სასწავლო პროექტებში, რადგან მათი საშუალებით შეგვიძლია მარტივად და მოკლე დროში მოვაგვაროთ ესა თუ ის საკითხი, ისე რომ არ დაგვჭირდეს სახლიდან გასვლა და შეხვედრებზე სიარული. ამისთვის ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი ონლაინ ინსტრუმენტები, როგორიცაა ,მაგალითად: slideshare.net და docs.google.com. ამ საიტების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია წარვადგინოთ რაიმე პრეზენტაცია ან დოკუმენტი და გავუზიაროთ სხვებსაც და მათ შეეძლებათ თავიანთი აზრიც დააფიქსირონ.
           







http://skoool.emis.ge/content/chemistry_high/01_the_structure_of_the_atom/index.html

ფიზ.გაძ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია ნივთიერების ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ერთმანეთისაგან განასხვავებს ნივთიერებასა და ფიზიკურ სხეულს. ასახელებს ერთი ნივთიერებისაგან დამზადებულ სხვადასხვა სხეულს და სხვადასხვა ნივთიერებისაგან დამზადებულ ერთი დანიშნულების სხეულებს;
• ნივთიერების ატომურ-მოლეკულური აგებულების საფუძველზე ხსნის რიგ მოვლენებს;
• განასხვავებს მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს მათი თვისებებისა (მოცულობისა და ფორმის შენარჩუნება) და ატომურ-მოლეკულური სტრუქტურის მიხედვით, წარმოადგენს მოდელის
სახით;

skoool™
skoool.emis.ge





http://www.slideshare.net/wripina/presentation1-13279847




                                                   ჩემი   მოსაზრება

                    დღეს ჩაგვიტარდა ბოლო ლექცია, გამოცდა.   მართლაც ძალიან საინტერესო   და მნიშვნელოვანი იყო ეს სალექციო კურსი ჩემთვის. იმედი მაქვს აქ დაგროვილი ცოდნა ბევრ რამეში გამომადგება.  დიდი მადლობა ბატონ პავლეს ასეთი კარგი ლექციებისთვის. წარმატებებს გისურვებთ ყველას. :):):):):)

No comments:

Post a Comment